პროექტის სახელწოდება; ტრანსპორტის როლი ჩვენი სოფლის
ცხოვრებაში.
პროექტის მთავარი იდეა: ტრანსპორტის, როგორც არამატერიალური სფეროს დარგის კავშირი მატერიალური სფეროს (კვების მრეწველობის) დარგებთან.როგორი კავშირია ამ დარგებს შორის წარსულსა და აწმყოში.
პროექტის აქტუალობა: დღეს მსოფლიოში ეკონომიკის ნებისმიერი
დარგის განვითარება შეუძლებელია ტრანსპორტის გარეშე.
პროექტის მიზნები: ბავშვები უკეთ ეცნობიან საკუთარი
სოფლის ისტორიას; ნათლად დაინახონ მეურნეუბის დარგებს შორის კავშირი და ამის საფუძველზე
საღად გაიაზრონ მომავლის პერსპექტივები.
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობი: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: რკინიგზის აღდგენა, რომელიც მნიშვნელოვან
როლს ასრულებდა სოფლის ეკონომიკის ცხოვრებაში.
პროექტის საჭირო რესურსები:რვეული, კალამი, ციფრული
აპარატის, კომპიუტერი, საქართველოს ატლასი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება, ჯგუფების შემადგენლობის განსაზღვრა და ფუნქციის განაწილება,
გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება.
საგნეფთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: IX კლასში
ჩვენ ვსწალობთ საქართველოს ფიზიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიას და ყოველთვის პარალერს
ვაკეთებთ ჩვენს სოფელზე. ამ პროექტს ვიხილავთ ისტორიასთან და ეკონომიკასთან
კავშირში.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზია ზურაშვილი
ბლოგის მისამართი: http://mziazurashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment